აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ სპიკერი ისევ ვერ აირჩია. კევი მაკარტის კანდიდატურას კანონმდებლებმა კიდევ სამჯერ უყარეს კენჭი, მაგრამ რესპუბლიკელების კანდიდატმა საჭირო ხმების მოგროვება ვერ შეძლო.
„სიენენის“ ინფორმაციით, კევინ მაკარტი საჭირო 218 ხმის მოსაპოვებლად დათმობებისთვის მზადაა. მათ შორის არის წესების ცვლილების შეთავაზებაზე დათანხმება, რომელიც საშუალებას მისცემს მხოლოდ ერთ წევრს, მოითხოვოს კენჭისყრა მოქმედი სპიკერის გადაყენების თაობაზე.
ცნობისთვის, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატა დღეს ისევ შეიკრიბება.