მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი, რუსეთსა და უკრაინას, საშობაო ზავის გამოცხადების ინიციატივით მიმართავს. შესაბამისი ინფორმაცია, რუსეთის საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„მე, კირილი, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი, მივმართავ შიდა კონფლიქტში ჩართულ ყველა მხარეს ცეცხლის შეწყვეტისა და საშობაო ზავის გამოცხადების თხოვნით 6 იანვრის 12:00 საათიდან 7 იანვრის 24:00 საათამდე, რათა მართლმადიდებლებმა შეძლონ წირვაზე დასწრება შობის ღამეს და ქრისტეშობის დღეს“, - ნათქვამია რუსეთის პატრიარქის განცხადებაში.