აშშ მიიჩნევს, რომ ევგენი პრიგოჟინი, ბიზნესმენი და Wagner PMC-ის დამფუძნებელი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთანაა დაახლოებული, ბახმუტის რეგიონში მარილისა და თაბაშირის საბადოებზე კონტროლის მოპოვებითაა დაინტერესებული, რისთვისაც ბოლო 6 თვეა, რუსული ძალები სასტიკ ბრძოლას აწარმოებენ.
ბახმუტის რაიონში არის ევროპაში ყველაზე დიდი მარილის საბადო (არტემოვსკოე), რომლის ფართობია 179 კვ. კმ.
შეერთებული შტატები ადრე, რუს დაქირავებულ მებრძოლებს აფრიკაში ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაციაში და უკრაინაში ომის დაფინანასებაში ადანაშაულებდა. რუსეთის ხელისუფლებამ უარყო ეს ბრალდებები.
ვაშინგტონის მონაცემებით, თითქმის 50 000 PMC მებრძოლიდან, რომლებიც ომში მონაწილეობენ, 4000-ზე მეტი დაიღუპა და 10 000 დაიჭრა.
„ათასზე მეტი დაქირავებული მებრძოლი დაიღუპა მხოლოდ ბახმუტისთვის გასული წლის ნოემბრის ბოლოდან დეკემბრის დასაწყისში გამართულ ბრძოლებში“,- განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.
„დეკემბრის ბოლოს შეერთებულმა შტატებმა განაცხადეს, რომ „ვაგნერის ჯგუფმა“ მიიღო იარაღი ჩრდილოეთ კორეიდან რუსული ძალების მხარდასაჭერად უკრაინაში, რაც მიუთითებს კონფლიქტში დაქირავებულთა როლის გაფართოებაზე“, - წერს მედია.