2023 წელს უკრაინის მთავარი მიზანი რუსეთის წინააღმდეგ ომში გამარჯვების მიღწევაა.
ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას (პარლამენტის) თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა.
„გამარჯვება ჩვენი მთავარი მიზანია და ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ მას", - განაცხადა უკრაინელმა პოლიტიკოსმა.
უკრაინის მოსახლეობა, სადაც რუსეთთან შეიარაღებული კონფლიქტი 11 თვეა გრძელდება, ქრისტეს შობის დღესასწაულთან დაკავშირებით მართლმადიდებლურ ეკლესიებში შეიკრიბა.
სტეფანჩუკი და რამდენიმე უკრაინელი პოლიტიკოსი დაესწრნენ საღმრთო ლიტურგიას კიევ-პეჩერსკის ლავრის მიძინების ტაძარში, რომელიც აღასრულა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა, კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა.
ეს არის მიტროპოლიტ ეპიფანეს პირველი ღვთისმსახურება კიევ-პეჩერსკის ლავრის ტერიტორიაზე, სადაც მანამდე ღვთისმსახურებას უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (მოსკოვის საპატრიარქო) სასულიერო პირები ატარებდნენ.
მართლმადიდებლ ეკლესიებში საშობაო ლიტურგია 6 იანვრის საღამოდან დაიწყო.