ნოვოსელოვსკაში, რუსმა სნაიპერმა ბოლო მცხოვრები მოკლა, რომელიც სახლს არ ტოვებდა - გაიდაი

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი გაიდაის ინფორმაციით, ნოვოსელოვსკას ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტში, რუსმა სნაიპერმა ბოლო მცხოვრები, მოხუცი ქალი მოკლა.

„ლუგანსკის ოლქში ვითარება ძალიან მძიმეა. ინტენსიური ბრძოლები გრძელდება სვატოვოსა და კრიმინოეში, თუმცა ჩვენი მებრძოლები ვითარებას აკონტროლებენ.

რუსების წარმატების მიღწევას ვერ ახერხებენ. რეგიონში დამატებით რაზმები ჩამოიყვანეს. სამწუხაროდ, ინტენსიურად იბომბება უკვე დე-ოკუპირებული დასახლებული პუნქტები.

გუშინ ოკუპანტებმა ნოვოსელოვსკში 2 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, 2 კი მძიმედ დაიჭრა. ლუგანსკის ოლქში ყველა სახლი დაზიანებული ან განადგურებულია.

ნოვოსელოვსკას ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტში, რუსმა სნაიპერმა ბოლო მცხოვრები მოკლა. მოხუცი ქალი, რომელმაც სახლი არ დატოვა, ოკუპანტმა არ დაინდო", - აცხადებს გაიდაი.