- იაპონიის მოქალაქეები უვიზო ან ვიზის მოთხოვნით, რეკორდული - 193 მიმართულებით სარგებლობენ მთელ მსოფლიოში, ის სინგაპურსა და სამხრეთ კორეაზე წინ არის, რომელთა მოქალაქეებს თავისუფლად შეუძლიათ, 192 ქვეყანას ეწვიონ.
- საქართველო 50-ე ადგილზეა. საქართველოს პასპორტით უვიზოდ 116 მიმართულებით არის მგზავრობა შესაძლებელი, ქვეყანას 2022 წლის დასაწყისისთვისაც ანალოგიური მაჩვენებელი ჰქონდა, 2021 წელს საქართველო 55-ე ადგილს იკავებდა, 115 მიმართულებით .
2023 წლის საუკეთესო პასპორტების ჩამონათვალში იაპონი ლიდერობს (193 მიმართულება). World Passport Index-ის რეიტინგი კომპანიის ვებგვერდზე განთავსდა. ინფორმაციას CNN აქვეყნებს.
შემდეგ მოდიან: სინგაპური, სამხრეთ კორეა (192 მიმართულება) 3. გერმანია, ესპანეთი (190 მიმართულება) 4 ფინეთი, იტალია, ლუქსემბურგი (189 მიმართულება) 5. ავსტრია, დანია, ნიდერლანდები, შვედეთი (188 მიმართულება) 6. საფრანგეთი, ირლანდია, პორტუგალია, დიდი ბრიტანეთი (187 მიმართულება) 7. ბელგია, ახალი ზელანდია, ნორვეგია, შვეიცარია, შეერთებული შტატები, ჩეხეთი (186 მიმართულება) 8. ავსტრალია, კანადა, საბერძნეთი, მალტა (185 მიმართულება) 9. უნგრეთი, პოლონეთი (184 მიმართულება) 10. ლიეტუვა, სლოვაკეთი (183 მიმართულება).
საქართველომ 2023 წლის დასაწყისისთვის 50-ე ადგილი დაიკავა. 2022 წელს მას 52-ე ადგილი ეკავა.
მსოფლიო პასპორტების რეიტინგს კომპანია Henley & Partners მე-18 წელია, ავლენს.