უკრაინას ევროკომისრების დელეგაცია ეწვევა

თებერვალში უკრაინას ევროკომისრების დელეგაცია ეწვევა. გამოცემა POLITICO ევროკომისიის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ კიევს 10-დან 15-მდე კომისარი ეწვევა.

ისინი ვაჭრობისა და ციფრული პოლიტიკის საკითხებზე მუშაობენ.

გამოცემის ინფორმაციითვე, ევროკომისრებისგან შემდგარი საკონსულტაციო ჯგუფის უკრაინის მთავრობასთან შეხვედრა თებერვლის დასაწყისში, კიევში გაიმართება და ევროკომისრების დელეგაციას თავად ფონ დერ ლაიენი უხელმძღვანელებს.