უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ რუსეთის შეტევა მოგერიებულია ბახმუტთან და კიდევ 11 დასახლებულ პუნქტთან.
მისივე ინფორმაციით, გასულ დღეს ოკუპანტებმა ოთხი სარაკეტო დარტყმა (დონეცკის ოლქის ქალაქ ლიმანსა და ჩასივ იარში სამოქალაქო ობიექტებზე) და 23 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. გარდა ამისა, მათ მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა 69-ჯერ სხვა ადგილებში გამოიყენეს.
11 იანვარს უკრაინელმა ჯარისკაცებმა კა-52 ტიპის ვერტმფრენი და ორი სადაზვერვო თვითმფრინავი Orlan-10 ჩამოაგდეს. უკრაინულმა სარაკეტო და საარტილერიო ძალებმა დაარტყეს მტრის სამეთაურო პუნქტი, სამხედრო მოსამსახურეების შვიდ საკონცენტრაციო ზონას და სამ საბრძოლო საცავს.