ღარიბაშვილი ფაშინიანთან შეხვედრაზე: რეგიონული მშვიდობისკენ მიმართული ინიციატივები და სავაჭრო ურთიერთობების გაფართოების შესაძლებლობები განვიხილეთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრას სოციალურ ქსელ Twitter-ზე ეხმაურება.

ღარიბაშვილის თქმით, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე რეგიონალური მშვიდობისკენ მიმართული ინიციატივები და ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაფართოების შესაძლებლობები განიხილეს.

 

 

 

„ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრაზე განვიხილეთ რეგიონალური მშვიდობისკენ მიმართული ინიციატივები და სხვა ორმხრივი პროგრამები ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაფართოების შესაძლებლობებთან ერთად”, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.