საფეხბურთო კლუბი „მილანი“ ირპენში სტადიონის აღსადგენად, €150 ათასს გამოყოფს

იტალიური საფეხბურთო კლუბი „მილანი“, კიევის ოლქის ქალაქ ირპენში მდებარე "ჩემპიონის" საფეხბურთო სტადიონის აღსადგენად 150 000 ევროს გამოყოფს. სტადიონი რუსეთის ოკუპაციის შედეგად დაზიანდა. 

მედიის ცნობით, სტადიონის აღსადგენად თანხა უკრაინელმა ფეხბურთელმა ანდრეი შევჩენკომ მოიზიდა.

შევჩენკო ახლახანს გახდა United24 პლატფორმის ერთ-ერთი ელჩი, სადაც უკრაინის ხელისუფლება აგროვებს ფულს უკრაინის აღდგენისა და მოქალაქეების დასახმარებლად.

შევჩენკო თავდამსხმელად თამაშობდა მილანში (ასევე, კიევის დინამოში და ჩელსიში) და სწორედ ამიტომ შეძლო დაფინანსების მოზიდვა.

სტადიონის აღსადგენად ჯამში 600 ათასი ევროა საჭირო.