უკრაინის ქალაქ ბერდიანსკში რუსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ავტომანქანა აფეთქდა

რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლების განცახდებიით, რომ ზაპოროჟიის რაიონის ოკუპირებული ბერდიანსკის რაიონის „სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის თავმჯდომარის“ ალექსეი კიჩიგინის მანქანაა აფეთქეს. 

ამის შესახებ ტელეგრამის არხი Berdyansk Today იტყობინება.

რუსი დამპყრობლების თქმით, ქალაქ ბერდიანსკში 13 იანვარს 19:30 საათზე, სავარაუდოდ, უკრაინულმა სპეცსამსახურებმა ტერორისტული აქტი მოაწყვეს. 

თუმცა, როგორც ოკუპანტები აცხადებენ, თანამშრომელი არ დაშავებულა, რადგან დროულად შეამჩნია სამსახურის მანქანის ქვეშ საეჭვო ობიექტი.

Berdyansk Segodnya ტელეგრამის არხის თანახმად, კიჩიგინმა სამშობლოს ჯერ კიდევ 2014 წელს უღალატა.

2022 წელს რუსი დამპყრობლების მიერ ქალაქის აღების შემდეგ, ის ბერდიანსკში მაშინვე დაბრუნდა და ძალაუფლებისთვის ბრძოლა დაიწყო.

წინა კომენდანტის არტემ ბარდინის მანქანის აფეთქების შემდეგ, ფაქტობრივად ქალაქს ის აკონტროლებდა.