რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ჯერ კიდევ 2008 წელს, აგვისტოს ომის შემდეგ უნდა დაწესებულიყო - კონდოლიზა რაისი

რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ჯერ კიდევ 2008 წელს, აგვისტოს ომის შემდეგ უნდა დაწესებულიყო, თუმცა ფინანსურმა კრიზისმა და სხვა ეკონომიკურმა პრობლემებმა ეს ვერ გახადა შესაძლებელი, - ამის შესახებ ამერიკის ხმის უკრაინული რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში კონდოლიზა რაისმა განაცხადა.

უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიის ფონზე შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა 2008 წლის ბუქარესტის სამიტზეც ისაუბრა.

შეკითხვაზე, მიიჩნევს თუ არა, რომ 2008 წელს ბუქარესტის ნატოს სამიტზე შეცდომა იყო დაშვებული, როცა საქართველოს და უკრაინას წევრობის სამოქმედო გეგმაზე უარი ეთქვათ, რაისმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ამას ითხოვდა, მაგრამ ნატოს ამ საკითხზე ერთიანი პოზიცია არ ჰქონდა.

მისი თქმით, ამიტომაც ვაშინგტონმა ბუქარესტში საუკეთესო შედეგი უზრუნველყო, რომ ეს ქვეყნები მომავალში ალიანსის წევრები გახდებოდნენ.