უკრაინა ევროკავშირისგან 18 მილიარდი ევროს დახმარების პირველ ტრანშს ამ კვირაში მიიღებს

უკრაინა ევროკავშირისგან 18 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარების პირველ 3 მილიარდ ევროს ტრანშს ამ კვირის ბოლოს მიიღებს.

ამის შესახებ ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის ვალდის დომბროვსკი Twitter-ზე წერს.

„ეს დაეხმარება უკრაინას, დაფაროს თავისი აუცილებელი საჭიროებები“, - აცხადებს დომბროვსკი.