"ჩვენ არ ვართ იდეალურები, თუმცა, ვფიქრობ, საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, მეორედ მიიღოს უარი კანდიდატის სტატუსზე", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ოქსფორდის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
"ერთ-ერთი ვარ, ვინც აკრიტიკებს ქვეყნის შიგნით რეფორმების ნაკლებობას და ასევე კრიტიკულია, როდესაც ქვეყანა არ მიიწევს იმ მიმართულებით, საითკენაც უნდა მიდიოდეს. აშკარაა, რომ ჩვენ არ ვართ იდეალურები, თუმცა, ვფიქრობ, საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, მეორედ მიიღოს უარი კანდიდატის სტატუსზე და ჩვენ კანდიდატის სტატუსი რაც შეიძლება მალე უნდა მივიღოთ, რადგან ეს არის სტრატეგიული გზავნილი რუსეთისთვის", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.