უკრაინის პირველმა ლედიმ ელენა ზელენსკამ, დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე უკრაინის მშვიდობის ფორმულა წარმოადგინა.
ფორუმზე ვიდეოტრანსლაციით ჩაერთო უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
„მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დავოსში, ჟღერს სიმართლე უკრაინაში ფართომასშტაბიან ომზე...მადლობა ამისთვის ელენას, რადგან „უკრაინის მშვიდობის ფორმულა“ წარმოადგინა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ჩინეთის დელეგაციასა და პირადად ჩინეთის ვიცე-პრემიერს ელენა ზელენსკა წერილს გადასცემს, რომელიც პრეზიდენტ სი ძინპინისთვისაა განკუთვნილი და წერილში მშვიდობის აღდგენის საკითხზე უკრაინის პრეზიდენტის შეთავაზებებია.
ამასთან, ელენა ზელენსკამ განაცხადა, რომ წერილებს ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაინესა და შვეიცარიის პრეზიდენტ ალენა ბერსესაც გადასცემს.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ეკონომიური ფორუმი დავოსში 16 იანვარს გაიხსნა და 20-ში დასრულდება. ფორუმს არ ესწრება რუსეთის დელეგაცია.