ევროკომისიის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტზე მუშაობს

ევროკომისიის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტზე მუშაობს.

მისივე თქმით, დასავლეთის ქვეყნებმა უნდა გააძლიერონ სამხედრო მხარდაჭერა და უკრაინისთვის იარაღის მიწოდება.

ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ამერიკულ ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

უკრაინას სჭირდება სამხედრო ტექნიკა, რომლის გამოყენებაც შეუძლია და ეს ასევე მოიცავს მოწინავე სისტემებს. ნამდვილად იმედი მაქვს, რომ რამშტაინის ფორმატში (...) იქნება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ფონ დერ ლაიენმა დაადასტურა, რომ ევროკავშირი მუშაობს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტზე, რომელიც ძირითადად ფოკუსირებული იქნება „ხვრელების დახურვაზე (...) და შორს მიმავალ შედეგებზე მათთვის, ვინც ევროკავშირის სანქციებს გვერდს აუვლის“.