„თქვენ იცით, რომ ფრენები ცალმხრივად შეზღუდული იყო. საქართველო სანქცირებული იყო. თუ მათი მხრიდან ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მე ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. პირიქით, ეს შეიძლება კარგიც იყოს ჩვენი ქვეყნისთვის.
კარგი იყოს იმ თვალსაზრისითაც, რომ მილიონამდე ჩვენი თანამემამულე რუსეთში ცხოვრობს და პირდაპირი ფრენები ადამიანებს თუნდაც მიმოსვლაში დაეხმარება“, - განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ საქართველო არ შეუერთდა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.
„მოხარული ვარ, რომ ჩვენ ხალხს შორის ურთიერთოება აქტიურად ვითარდება. მითხრეს, რომ გასულ წელს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 10%-ით, დიდწილად რუსეთთან მიმართებით ტურიზმისა და ვაჭრობის ხარჯზე გაიზარდა. ვიმედოვნებ, რომ მალე პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას შევძლებთ“, - განაცხადა ლავროვმა.