უკრაინაში ომი არის კატასტროფა მთელი რეგიონისთვის, ამ ომმა დაგვანახა, რომ ქვეყნებმა და ერებმა უნდა მოახდინონ ეკონომიკების დივერსიფიკაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე მიმდინარე დისკუსიაზე განაცხადა, რომელსაც აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ესწრებიან.
„უკრაინაში მიმდინარე ომი არის კატასტროფა მთელი რეგიონისთვის. ჩვენც გვეხება და მგონი, ამ ომმა დაგვანახა, რომ ქვეყნებმა და ერებმა უნდა მოახდინონ ეკონომიკების დივერსიფიკაცია. ომამდე ქვეყნები ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ შუა დერეფანს, მაგრამ ომის შემდეგ ყურადღება გაიზარდა და გააქტიურდა.
ამიტომ, როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბრძანა, მეც გავიმეორებ, რომ ბრწყინვალე ურთიერთობები გვაქვს აზერბაიჯანთან, ყაზახეთთან, თურქეთთან. ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა გაგვაჩნია და ჩვენი ქიმიური, აი ასე ნივთიერებების სახით შერწყმა ძალიან კარგია. ჩვენ ამ ეტაპზე დიდ კაპიტალ დაბანდებას ვახდენთ ინფრასტრუქტურაში. მინდა, აქვე ვახსენო, რომ ჩვენი გზატკეცილები, რომელიც შენდება, 2024 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. 2.3 მლრდ დოლარი ჩაიდო ამ საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაში და ეს ხელს შეუწყობს ტრანსპორტირების მიმართულებას“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.