არარატ მირზოიანი: თბილისის პლატფორმას რეგიონული სამმხრივი დისკუსიების შესაძლო არეალში განვიხილავთ

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის არარატ მირზოიანის თქმით, სომხეთი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის სამმხრივი დიალოგის განვითარების მიმართ დიდ ინტერესს იჩენს.

„ჩვენ განვიხილავთ თბილისის პლატფორმას რეგიონული სამმხრივი დისკუსიების შესაძლო არეალში და არა ორმხრივი სომხურ-აზერბაიჯანული შეხვედრების ფორმატში. სომხეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრების აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ იდეა ვრცელდება.

სომხურმა მხარემ ასეთი შეხვედრისთვის მხადყოფნა გამოთქვა, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ასეთი შეხვედრა არ გამოიყურება განსაკუთრებით ეფექტიანად და პერსპექტიულად, როდესაც შეუძლებელია შეთანხმება თუნდაც უბრალო ერთობლივ განცხადებაზე, რომელიც სიძულვილის ენისა და მტრობის აღმოფხვრის შესახებ ვალდებულებას გამოხატავს“, - აღნიშნა მირზოიანმა. 

მანამდე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე თქვა, რომ აზერბაიჯანი სომხეთს შეხვედრების უმაღლეს დონეზე გამართვას თბილისში სთავაზობდა, მაგრამ ერევანი ამისთვის მზად არ აღმოოჩნდა. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ღნიშნა, რომ საქართველო არის ნეიტრალური და მიუკერძოებელი მედიატორი და დაინტერესებულია სამი ქვეყნის ლიდერების შეხვედრის ორგანიზებით.