ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ამერიკელ სამხედრო ოფიცრებს შეხვდნენ.
შეხვედრის მონაწილეებმა უსაფრთხოების ვითარება განიხილეს.
შესაბამისი განცხადება ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეჰ სინიეჰუბოვმა გააკეთა.
„აშშ-ის არმიის გენერალ-ლეიტენანტ კეიტ კელოგთან, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისა და დაზვერვის ექსპერტთან რობერტ მაკკრიისთან და სხვა ამერიკელ სამხედრო ოფიცრებთან შეხვედრაზე განვიხილეთ ხარკოვის რეგიონის უსაფრთხოების ვითარება. ჩვენ გვაქვს საერთო რწმენა, რომ ერთადერთი, რასაც შეუძლია, რუსეთის ტერორისტული ქმედებები შეაჩეროს და ხარკოვის რეგიონში სტაბილური მშვიდობა უზრუნველყოს, უკრაინის გამარჯვება და რუსების მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორიის გათავისუფლებაა, მაგრამ ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საკმარისი მოწინავე მძიმე იარაღი ექნებათ“, - აცხადებს სინიეჰუბოვი.