ფინეთმა 187 მილიონი ევროს მოცულობის რუსული აქტივები გაყინა. საგარეო საქმეთა სამინისტროს სანქციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ საუბარია უძრავი ქონებაზე, აქციებზე, მანქანებსა და იახტებზე.
ამასთან, Reuters-ის ცნობით, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეათე პაკეტი, სრულმასშტაბიანი შეჭრის წლისთავისთვის იქნება მზად.