თურქმენეთის პრეზიდენტმა, ქვეყნის ნაციონალური ლიდერისა და მისი ოჯახის ხელშეუხებლობა დააკანონა

თურქმენეთის პრეზიდენტმა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმადაც, თურქმენეთის ეროვნულ ლიდერს გურბანგული ბერდიმუჰამედოვსა და მისი ოჯახის წევრებს იმუნიტეტის უფლება მიენიჭათ. 

კონსტიტუციური კანონი „თურქმენი ხალხის ეროვნული ლიდერის შესახებ“ ყოფილ პრეზიდენტს გურბანგული ბერდიმუჰამედოვს და მისი ოჯახის წევრებს იმუნიტეტის უფლებითა და რიგი სხვა შეღავათებით სარგებლობის უფლებას აძლევს.

გადაწყვეტილება ასევე ეხება მის ქონებასა და ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებულ ქონებას.

21 იანვარს გაიმართა თურქმენეთის პარლამენტის - მილი გენგეშის ერთობლივი სხდომა, რომელზეც გადაწყდა ექსპრეზიდენტ გურბანგულ ბერდიმუჰამედოვისთვის ეროვნული ლიდერის სტატუსის მინიჭება.