„რასაც ჩვენ ვთხოვთ ჩვენს მეგობრებს და რისი იმედი გვაქვს კიდეც, არის ის, რომ სანქციების გვერდის ავლის ადგილი არ გახდნენ. საქართველომ დადო ამის პირობა და მთლიანობაში, ამისთვის კარგ სამუშაოს ასრულებს. ჩვენ ამას ახლოდან ვაკვირდებით“, - ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი პეტერ ფიშერი Europetime-თან ინტერვიუში საუბრობს.
„რაც შეეხება სანქციებს, ევროკავშირი მის მიერ შემუშავებულ სანქციებზე თანხმდება. კანონმდებლობის დონეზე მის მიღებას სხვა ქვეყნებს არ ვთხოვთ. საქართველოზეა დამოკიდებული, დაამტკიცებს თუ არა სანქციებს.
რასაც ჩვენ ვთხოვთ ჩვენს მეგობრებს და რისი იმედი გვაქვს კიდეც, არის ის, რომ სანქციების გვერდის ავლის ადგილი არ გახდნენ. საქართველომ დადო ამის პირობა და მთლიანობაში, ამისთვის კარგ სამუშაოს ასრულებს. ჩვენ ამას ახლოდან ვაკვირდებით, რადგან როდესაც ვსაუბრობთ რუსეთის სანქციებზე, ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთი ან სხვა სანქცირებული ქვეყნები ყოველთვის ყველაფრის გაკეთებას ცდილობენ, რომ სხვა გზები იპოვონ.
მისივე თქმით, კიდევ უფრო გაიზრდება საქართველოს მიერ შესასრულებელი კრიტერიუმების ნუსხა, თუ ის კანდიდატის სტატუსს მიიღებს.
„რაც უფრო უახლოვდებით ევროკავშირს და როგორც კი კანდიდატი გახდებით, დაიწყებთ ევროკავშირთან მოლაპარაკებებს წევრობის ბევრ დეტალთან დაკავშირებით. მთავარი ამოსავალი წერტილია, რომ შენ ეთანხმები მიზნებსა და ღირებულებებს, მაგრამ ჩვენ ასევე ვაკვირდებით ევროკავშირის პოლიტიკასთან და საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან შესაბამისობის საკითხს... მოდით, სრულიად განსხვავებულ მაგალითს მოგიყვანთ - ვთქვათ, მე მინდა, ვიყო ევროკავშირის წევრი, მაგრამ ვერ დავეთახმები ეკონომიკურ სანქციებს ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ, რადგან მასთან ძლიერი კავშირები მაქვს და მინდა, რომ ეს კავშირები შევინარჩუნო. ასეთ დროს კი, საკმაოდ რთული იქნება, შეუერთდე ევროკავშირს“.