რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირის მიერ დაწესებულ პერსონალურ სანქციებს, კიდევ რვა ევროპული ქვეყანა შეუერთდა

ევროკავშირის წევრების გარდა, კიდევ რვა ევროპული ქვეყანა შეუერთდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიასთან დაკავშირებით ბლოკის მიერ შემოღებულ კონკრეტულ პერსონალური სანქციებს, რომლებიც 2022 წლის სექტემბერში გაგრძელდა.

საბჭოს გადაწყვეტილებას უერთდებიან წევრობის კანდიდატი ქვეყნები - ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, უკრაინა, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ასევე ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ქვეყნები და ევროპის ეკონომიკური ზონის წევრები ისლანდია, ლიხტენშტეინი და ნორვეგია.

ევროკავშირმა აღნიშნა, რომ ამ ქვეყნების გადაწყვეტილებას „მიესალმება“.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 14 სექტემბერს ევროკავშირის საბჭომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ სანქციები 1 206 ფიზიკურ და 108 იურიდიულ პირთან მიმართებით, სანქციები კიდევ 6 თვით გახნგრძლივდა. ამრიგად, სანქციები ძალაში 2023 წლის 15 მარტამდე რჩება.