ფინეთის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა

ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტო უკრაინაში ვიზიტით ჩავიდა. ამის შესახებ ტელეგრამაში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა და ფინელ კოლეგასთან შეხვედრის ვიდეო გამოაქვეყნა.

„მივესალმები ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტოს უკრაინაში. უკრაინა აფასებს ფინეთისა და ფინელი ხალხის მხარდაჭერას. მადლობა ამ ვიზიტისთვის!" დაწერა ზელენსკიმ.

ფინური მაუწყებლის Yle-ის ცნობით, უსაფრთხოების მიზეზების გამო, ნიინისტოს ვიზიტზე ინფორმაცია წინასწარ არ გავრცელებულა.

ნიინისტო ზელენსკის კიევში შეხვდა. პრეზიდენტებმა განიხილეს ფინეთის სამხედრო დახმარებისა და უკრაინის პოლიტიკური მხარდაჭერის საკითხები განიხილეს.

ნიინისტოს თქმით, უკრაინისთვის ტანკების მიწოდების საკითხი კვლავ ღიაა.

„ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა NATO-ს ბლოკის გარეთ, რომელსაც აქვს Leopard-ის ტიპის ტანკები, მაგრამ ჩვენ ასევე გვაქვს გრძელი საზღვარი რუსეთთან და ეს გასათვალისწინებელია", - განაცხადა ნიინისტიომ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. 

მისივე თქმით, დღემდე ფინეთმა უკრაინას 600 მილიონი ევროს სამხედრო დახმარება გაუწია.