ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) რეზოლუციის მიღებით აღიარა, რომ რუსეთმა ომი უკრაინის წინააღმდეგ 2014 წელს დაიწყო.
შესაბამის რეზოლუციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2023 წლის ზამთრის სესიაზე სამშაბათს, სტრასბურგში დაუჭირეს მხარი.
„2014 წლის თებერვლიდან რუსეთის ფედერაცია აწარმოებდა აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც მან ხელახლა დაიწყო 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში მასიური შეჭრით“, - ნათქვამია დოკუმენტში.
გარდა ამისა, რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ საქმეების რაოდენობა, რომლებიც ოფიციალურად არის დაფიქსირებული, რუსეთის ფედერაციის დანაშაულთა მასშტაბებს სრულად არ ასახავს.
რეზოლუცია ასევე მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს, უზრუნველყონ კონკრეტული საექსპერტო და ტექნიკური მხარდაჭერა, რომელიც მოსკოვის წინააღმდეგ სპეციალური (ad hoc) საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას შეუწყობს ხელს.