საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაზვერვის სამსახურის უფროსს შალვა ლომიძეს შეხვდა. საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, შალვა ლომიძემ პრემიერ-მინისტრს სამსახურის საქმიანობის 2022 წლის ანგარიში წარუდგინა.
„პრემიერ-მინისტრმა და დაზვერვის სამსახურის უფროსმა განიხილეს 2023 წლის გეგმები და სამსახურის განვითარების პრიორიტეტები.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მიმოიხილეს აგრეთვე რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.