აზერბაიჯანმა და თურქმენეთმა კასპიის ზღვის ფსკერის გაყოფის საკითხები განიხილეს

24-25 იანვარს აშხაბადში, აზერბაიჯანსა და თურქმენეთს შორის კასპიის ზღვის ფსკერის გაყოფის შესახებ ერთობლივი სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

აზერბაიჯანის დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სასაზღვრო და კასპიის ზღვის საკითხებში ხალაფ ხალაფოვი, ხოლო თურქმენეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა კასპიის ზღვის ინსტიტუტის დირექტორი მურად ატაკანოვი, რომელიც კასპიის ზღვის საკითხებში, თურქმენეთის სპეციალური წარმომადგენელია. 

შეხვედრას აზერბაიჯანისა და თურქმენეთის შესაბამისი სამინისტროებისა და სპეციალიზებული სტრუქტურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, სადაც აზერბაიჯანსა და თურქმენეთს შორის კასპიის ზღვის ფსკერის გაყოფის შესახებ შეთანხმების პროექტის დებულებები განიხილეს.