რუსეთის მიერ ირანული ე.წ „კამიკაძე დრონების“ გაშვების გამო უკრაინის რეგიონებში საჰაერო განგაშია.
ამის შესახებ ნიკოლაევის OVA-ს ხელმძღვანელმა ვიტალი კიმმა Telegram-ზე განაცხადა.
მისი თქმით, მტერმა უპილოტო თვითმფრინავების სამი ჯგუფი გაუშვა.
თავის მხრივ, ჟურნალისტმა ანდრეი ცაპლიენკომ თქვა, რომ „შაჰიდების“ რამდენიმე ჯგუფი ზაპოროჟიეს გარშემო გადაადგილდებოდა და დნეპროპეტროვსკისკენ მიემართებოდა.
„საჰაერო თავდაცვა მუშაობს დნეპროპეტროვსკის რეგიონში“, - წერს ცაპლიენკო.
მისივე თქმით, ორი ირანული დრონი უკვე გაანეიტრალეს.
იმავდროულად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მოსახლეობას მოუწოდა, არ უგულებელყოთ საჰაერო გაფრთხილება.
„მტერი ახლა ცდილობს ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემის დატვირთვას, რამდენიმე რეგიონში უკვე მიმდინარეობს საჰაერო სამიზნეების განადგურება“.