უკრაინული მედიის ცნობით, კიევისა და დნეპროპეტროვსკის რაიონებში აფეთქებების ხმა ისმის.
„ისმის აფეთქებების ხმები დნეპროპეტროვსკისა და კიევის რაიონებში. მუშაობა საჰაერო თავდაცვის სისტემა", - წერს UNIAN.
დნეპროპეტროვსკის ოლქში ასევე მუშაობს საჰაერო თავდაცვა, აღნიშნავს გამოცემა.
მოგვიანებით კიევის რეგიონულმა ადმინისტრაციამ დაადასტურა საჰაერო თავდაცვის სისტემის მუშაობის ფაქტი.
ოდესაში, კრივი რიჰსა და რიგ სხვა ქალაქებში ელექტროტრანსპორტის მოძრაობა შეჩერდა.
დილით, უკრაინის ხელისუფლებამ ახალი სარაკეტო თავდასხმის შესახებ განაცხადა. მანამდე ღამით ე.წ „კამიკაძე დრონებით“ რუსეთის ძალებმა რამდენიმე ქალაქზე იერიში მიიტანეს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 24 უპილოტო საფრენი აპარატი ე.წ. „შაჰედი“ ჩამოაგდეს.
უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული. სარაკეტო თავდასხმის საფრთხის გამო რამდენიმე უბანში შუქი გამორთული იყო. ახალ თავდასხმებზე რუსული მხარე კომენტარს არ აკეთებს.