ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 6 თვით გაახანგრძლივა

ევროპის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების ექვსი თვით გახანგრძლივების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

შეზღუდვები, რომელთა სამიზნეც რუსეთის ეკონომიკის კონკრეტული სექტორები, მათ შორის ვაჭრობა, ფინანსები, ტექნოლოგიები და ორმაგი დანიშნულების საქონელია,  ძალაში 31 ივლისამდე დარჩება.

„რუსეთის აგრესიული ომის ფონზე, ევროკავშირი მტკიცედ დგას უკრაინისა და მისი ხალხის გვერდით და ურყევად უჭერს მხარს უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.

პრესსამსახურის ცნობით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის საპასუხოდ, ევროკავშირმა რიგი „უპრეცედენტო და მძიმე სანქციების პაკეტი მიიღო“.

ევროპულმა საბჭომ ასევე აღნიშნა, რომ გარკვეული სანქციები თავდაპირველად დაწესდა 2014 წელს, როდესაც რუსეთი პირველად შეიჭრა უკრაინაში, ხოლო სია მნიშვნელოვნად გაფართოვდა 2022 წელს რუსეთის შემდგომი შეჭრის ფონზე. მანამდე 21 იანვარს Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტს ამზადებს.