სლოვენიის დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურმა ლუბლიანაში ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა, რომლებიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობდნენ.
ჯაშუშობისა და ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის ორ ეჭვმიტანილს რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
არაოფიციალური ინფორმაციით, ორი ადამიანი, რომელთაგანაც ერთს სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქეა (მათგან ერთს არგენტინის მოქალაქეობა აქვს) ყალბი პირადობის ქვეშ მუშაობდა და ლუბლიანას რაიონში ნაქირავებ ოფისში დააკავეს.
ლუბლიანას რაიონულმა სახელმწიფო პროკურატურამ სლოვენიის დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურის მოთხოვნით წინასწარი საქმის წარმოება დაიწყო.
ვარაუდობენ, რომ ეს ორი აგენტი დასაქმებული იყო რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურში, GRU-ში და მუშაობდნენ „მძინარე აგენტის" პროგრამით.
ამ აგენტების უმეტესობას აქვთ ყალბი დოკუმენტები და მესამე ქვეყნების მოქალაქეობა, ხშირად სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან და მათი უმეტესობა GRU-ს სამხედრო დაზვერვის ქვეშ მუშაობს.