უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანება ორი წლის განმავლობაში სურს - შმიგალი

უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანება ორი წლის განმავლობაში სურს, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

„ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა, შევუერთდეთ ევროკავშირს ორ წელიწადაში. ამიტომ ჩვენ ველოდებით, რომ წელს უკვე შევძლებთ ევროკავშირში გაწევრიანების წინა მოლაპარაკებების გამართვას“, – განაცხადა შმიგალმა.

 მისივე თქმით, უკრაინის მთავრობა სერიოზულად უდგება კორუფციის თემას.

„სამწუხაროდ, კორუფცია გუშინ არ გაჩენილა, მაგრამ დარწმუნებულები ვართ, რომ მის ამოძირკვას შევძლებთ“, – განაცხადა შმიგალმა.