საქართველო ავსტრიისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია, - ამის შესახებ ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა თბილისში ვიზიტისას, პრემიერ ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, არსებობს ბევრი შესაძლებლობა, რომ მოხდეს მათ შორის ავსტრიელი ინვესტორების მოზიდვა.
„როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკური ბაზრის განვითარებასა და ტურიზმზე, ეკონომიკური განვითარების მონაცემები ძალიან შთამბეჭდავია. ასევე, როდესაც ვსაუბრობთ ენერგოგენერაციაზე ენერგეტიკის მიმართულებაზე, საქართველო მართლაც საინტერესო პარტნიორია ავსტრიის ფირმებისთვის“, - აღნიშნა ნეჰამერმა.