Reuters-ი აშშ-ის ხელმძღვანელობის ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ შეერთებული შტატები უახლოეს მომავალში უკრაინაში 150 კმ-მდე დიაპაზონის რაკეტების გადატანას აპირებს.
Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ სამხედრო დახმარების ახალი პაკეტში შედის სახმელეთო მცირე დიამეტრის (GLSDB) ზუსტ მართვად რაკეტებს.
სხვა საკითხებთან ერთად, HIMARS-ის დანადგარებიდან, მრავალი ათეული კილომეტრის მანძილზე შესაძლებელია მოძრავ სამიზნეებზე დარტყმა.
აქამდე რაკეტების დიაპაზონი, რომელსაც ამერიკელები და სხვა მოკავშირეები აწვდიდნენ უკრაინის არმიას, 80 კილომეტრზე ცოტა მეტს შეადგენდა. ამ რაკეტებს ასევე აქვთ HIMARS-ზე ინსტალაციის ფუნქცია.
უკრაინა უკვე დიდი ხანია სთხოვს შეერთებულ შტატებსა და მოკავშირეებს მაღალი სიზუსტის ATACMS რაკეტებს 300 კილომეტრამდე დიაპაზონით, რომლებიც შესაძლოა, HIMARS-ის დანადგარებიდან გაისროლონ.
„ამ დრომდე დასავლელი მოკავშირეები უარს ამბობდნენ ასეთი იარაღის გადაცემაზე - არაოფიციალურად, იმის გამო, რომ უკრაინელები დაიწყებენ დარტყმას რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში, რამაც შესაძლოა ომის უკონტროლო ესკალაცი გაოიწვიოს“,- წერს გამოცემა.
Reuters-ის ცნობით, ახალი 2,2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტი ამ კვირაში გამოცხადდება.