ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპის ქვეყნებს, რუსი ელჩების გაძევებისკენ მოუწოდა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა, რომ ევროპის ყველა ქვეყანას შეუძლია რუსეთის ელჩების გაწვევა, როგორც ეს ბალტიისპირეთის ქვეყნებმა გააკეთეს.

„რუსეთის საელჩოს ნებისმიერ ევროპულ დედაქალაქში შენარჩუნება აზრს კარგავს. უმეტეს შემთხვევაში, ეს აღარ არის დიპლომატიური ინსტიტუტი, არამედ პროპაგანდისტულია, რომელიც ფარავს ომის დანაშაულებსა და ზოგადად ხელს უწყობს გენოციდის პროპაგანდას”, - თქვა ლანდსბერგისმა.

პრესკონფერენცია რიგაში, გაიმართა სადაც ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა შედგა.

შეგახსენებთ, რომ ლიეტუვამ რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობების დონე დაწია და რუსეთის ელჩი გასული წლის აპრილში გააძევა.

მიმდინარე წლის იანვარში ესტონეთმა რუსეთის საელჩოს პერსონალის მკვეთრად შემცირება დაავალა, რუსეთმა უპასუხა, რომ აძევებს ესტონეთის ელჩს, საპასუხოდ ესტონეთმა, რუსეთთან მიმართებით იგივე გააკეთა.

რამდენიმე დღის შემდეგ ლატვიამ გამოაცხადა, რომ ლიეტუვასთან და ესტონეთთან სოლიდარობის ნიშნად რუსეთის ელჩსაც აძევებს, რომელმაც ქვეყანა 24 თებერვლამდე უნდა დატოვოს.