მიმდინარე წლის მაისში ტაჯიკეთი აზერბაიჯანთან პირდაპირი ფრენების გასახსნელად ემზადება.
ამის შესახებ ტაჯიკეთის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა დილშოდ საფარზოდამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ახლა იმართება შეხვედრები, რათა შეთანხმდნენ ზოგიერთ დაკავშირებულ საკითხზე“, - განმარტა დილშოდ საფარზოდამ.
მისი თქმით, ასევე იგეგმება საქართველოსთან საჰაერო კავშირების გახსნა. ეს შეიძლება მოხდეს აპრილში.
იმის შესახებ, თუ რომელი ავიაკომპანია შეასრულებს ფრენებს და რა იქნება ბილეთების ღირებულება, ჯერჯერობით უცნობია.