პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჯეი დუდას განცხადებით, რუსეთზე გამარჯვების შემდეგ, უკრაინამ მოსკოვთან სამშვიდობო შეთანხმებას ხელი პერეიასლავში (ქალაქი კიევის ოლქში, რედ.) უნდა მოაწეროს, სადაც ჰეტმან ბოჰდან ხმელნიცკიმ სამშვიდობო ხელშეკრულება მოსკოვის სამეფოსთან ჯერ კიდევ 1654 წელს დადო. შესაბამისი განცხადება უკრაინული მედიის ცნობით, დუდამ ლატვიაში, პოლონურ დიასპორასთან შეხვედრაზე გააკეთა.
მანვე აღნიშნა, რომ პოლონელები, ისევე როგორც ბალტიისპირეთის ქვეყნები, უკრაინელებს მხარს დაუჭერენ და მათთან ერთად საერთო ევროპულ მომავალს აშენებენ.
„ერთხელ, არც ისე დიდი ხნის წინ, უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმირ ზელენსკის ვუთხარი: ვოლოდიმირ, გადახედე ჩვენს ისტორიას, როგორ განსხვავდებოდა ეს გზები ოდესღაც, მე ძალიან გთხოვ - როცა დაამარცხებ რუსეთს, როცა რუსები აქ მუხლებზე დაეცემიან, ხელი მოაწერე სამშვიდობო ხელშეკრულებას, წაიყვანე პერეიასლავში. დაე, მოაწერონ ხელი სამშვიდობო ხელშეკრულებას და ამით წაშალონ საბჭოთა და რუსული გავლენის მთელი ის წლები", - განაცხადა ანდჯეი დუდამ.