„ჩვენ გავიარეთ საკმაოდ რთული პერიოდი, მაგრამ მე ვიცი, რომ მთავარი ბრძოლები ჯერ კიდევ წინ არის და ეს მოხდება წელს, ორ-სამ თვეში. ეს იქნება ომის განმსაზღვრელი თვეები", - ეს განცხადება უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა Sky News-სთან გააკეთა.
მისი თრქმით, სწორედ ამიტომ სთხოვს უკრაინა თავის დასავლელ პარტნიორებს მეტი ლეტალური იარაღის გაგზავნას და უფრო სწრაფად.
მან არ გამორიცხა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა სცადოს მორიგი თავდასხმა ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან, როგორც ეს მოხდა 2022 წლის 24 თებერვალს.