2023 წელს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) სატრანსპორტო გამტარუნარიანობის გაზრდა 6,5 მილიონ ტონამდე იგეგმება. ამ მიზნით სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.
ამის შესახებ ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროს კოლეგიის დროს ვიცე-მინისტრმა ასეტ მაგაუოვმა განაცხადა.
„კასპიის მილსადენის კონსორციუმთან“, „ატირაუ-სამარასა“ და „ატასუ-ალაშანკოუს“ დერეფნებთან ერთად, TMTM მიმართულება ასევე რკინიგზისა და აქტაუს საზღვაო პორტის გასწვრივ განვითარდება“, - აღნიშნა ვიცე-მინისტრმა ასეტ მაგაუოვმა.
„TMTR პროექტის შემუშავებისთვის შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. პროექტის მიზანია 2023 წელს 6,5 მილიონი ტონა სატრანსპორტო სიმძლავრის უზრუნველყოფა, 2024 წელს 7,5 მილიონ ტონამდე, ხოლო 2025 წლის ბოლოსთვის შესაძლებელი იქნება 15 მილიონი ტონისუზრუნველყოფა “, -განაცხადა ვიცე მინისტრმა.
ტრანსკასპიური მარშრუტი (შუა დერეფანი) საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანია, რომელიც ჩინეთსა და ევროპის ქვეყნებს ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით აკავშირებს.