რუსეთის ძალებმა კრამატორსკზე ახალი იერიში განახორციელეს

დონეცკის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პაველ კირილენკომ განაცხადა, რომ კრამატორსკზე ახალი სარაკეტო თავდასხმის შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაშავდა.

მისი თქმით, ორმა რაკეტამ „დააზიანა 13 ორსართულიანი შენობა, 3 ოთხსართულიანი შენობა, საბავშვო კლინიკა და სკოლა, ავტოფარეხები და მანქანები“.

მანამდე, რუსეთის ძალებმა სარაკეტო იერიშის შედეგად გვიან ღამით საცხოვრებელ კორპუსი დააზიანეს. აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა, იტყობინება დონეცკის ოლქის პოლიცია.