ევროკავშირი უკრაინის დეოკუპირებული ტერიტორიებისთვის €25 მილიონის ღირებულების ჰუმანიტარული განაღმვის პროგრამას დაიწყებს

ევროკავშირი უკრაინის დეოკუპირებული ტერიტორიებისთვის 25 მილიონი ევროს ღირებულების ჰუმანიტარული განაღმვის პროგრამას დაიწყებს. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ეს უკრაინის აღდგენის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც შესაძლებელს გახდის ნორმალური ცხოვრების დაბრუნებას რუსი ტერორისტებისგან დეოკუპირებულ ტერიტორიებზე“, - განაცხადა დენის შმიგალმა.

მთავრობის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ უკრაინა სასწავლო მისიის გაფართოებას ელის.