უკრაინამ ევროკავშირის ერთიანი ბაზრის პროგრამაში მონაწილეობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა

უკრაინამ ევროკავშირთან ერთიანი ბაზრის პროგრამაში მონაწილეობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა კიევში, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას ევროკავშირის ერთიანი ბაზრის პროგრამაში უკრაინის მონაწილეობის შესახებ, 4,2 მილიარდი ევროს ბიუჯეტით“, - განაცხადა შმიგალმა.

მისივე თქმით, ეს პროგრამა ხელს შეუწყობს უკრაინული ბიზნესის კონკურენტუნარიანობის განვითარებას.