CIA-ს დირექტორის შეფასებით, მომდევნო 6 თვე უკრაინის ომის შედეგისთვის გადამწყვეტი იქნება

შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს შეფასებით, მომდევნო 6 თვე უკრაინის ომის შედეგისთვის გადამწყვეტი იქნება. CIA-ს დირექტორის შეფასებით, პუტინს სჯერა, რომ უკრაინის განადგურება შეუძლია მაშინ, როდესაც ევროპას პოლიტიკური დაღლილობა სძლევს და შეერთებული შტატებიც დაკარგავს კოორდინირებულად მოქმედების უნარს.

„გასაღები როგორც ჩანს, ბრძოლის ველზე უახლოეს ექვს თვეში გვექნება“, - ციტირებს CNN ულიამ ბერნსის სიტყვებს.