„თქვენ იცით, რას ნიშნავს რუსეთის მიერ თქვენი ტერიტორიების მიტაცება და მის ჩრდილში ცხოვრება“, - ამერიკის ელჩმა ამის შესახებ ოძისის საჯარო სკოლაში ამერიკული სივრცის გახსნაზე განაცხადა.
„ოძისში, ისევე როგორც ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მცხოვრებმა სხვა ადამიანებმა, კარგად იციან, რას ნიშნავს რუსეთის მიერ საქართველოს ოცი პროცენტის მიმდინარე ოკუპაცია. ჩემი თვალით ვნახე როგორ ჩანს რუსეთის სამხედრო ბაზა ამ სკოლიდან. თქვენ იცით, რას ნიშნავს რუსეთის მიერ თქვენი ტერიტორიების მიტაცება და მის ჩრდილში ცხოვრება. ამის მიუხედავად, აღმაფრთოვანებელია სწავლისა და განვითარებისადმი თქვენი ურყევი სულისკვეთება“, - ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი დეგნანი ოძისის საჯარო სკოლაში ამერიკული სივრცის გახსნაზე.
ინფორმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს