ფინეთი შეუერთდა ძირითად ჯგუფს, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნაზე მუშაობს.
ამის შესახებ Ukrinform-ი ფინეთის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.
„2023 წლის 2 თებერვალს ფინეთი შეუერთდა ძირითად ჯგუფს, რომელიც შეიქმნა უკრაინის მხარდასაჭერად, რათა პასუხისმგებლობა დაეკისროს რუსეთს, მის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულისთვის“, - ნათქვამია პრესრელიზში.
თავის მხრივ, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ფინეთს სურს, დაეხმაროს უკრაინას აგრესიის დანაშაულის ჩამდენთა მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრების ყველაზე ეფექტიანი გზების პოვნაში".
აღსანიშნავია, რომ ფინეთისა და უკრაინის გარდა, ჯგუფს 19 სახელმწიფო და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური შეუერთდნენ.