ევროკავშირი თანახმაა, რუსული მხარისთვის აგრესიაზე პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით, უკრაინას საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნაში დაეხმაროს

უკრაინული მედიის ცნობით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები აგრესიის შედეგად ჩადენილ დანაშაულებზე რუსული მხარის პასუხისმგებლობის დაკისრების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ, თუმცა ჰააგაში სპეციალური ტრიბუნალის შექმნის გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

„ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ ომის და სხვა უმძიმესი დანაშაულები, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის დროსაა ჩადენილი და რომლის მზარდი მტკიცებულებაც არსებობს, საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა.

ჩვენ ხაზი გავუსვით ჩვენს მხარდაჭერას საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორის გამოძიების მიმართ.

რუსეთი, ყველა დამნაშავე და თანამზრახველი აგებს პასუხს“ – ნათქვამია ერთობლივ დადგენილებაში, რომელსაც ხელი მოაწერეს უკრაინის, ევროკომისიის და ევროსაბჭოს პრეზიდენტებმა.

ამ დოკუმენტის ფორმულირება ასევე შეთანხმებულია ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოსთან. მნიშვნელოვანია, რომ მათ ცალკე თანხმობაც მიიღეს აგრესიის დანაშაულის საერთაშორისო დევნაზე.

დოკუმენტის ევროკავშირის ყველა წევრმა ქვეყანამ ერთხმად დაამტკიცა.