რომის პაპი ფრანცისკე ოფიციალური ვიზიტით სამხრეთ სუდანში ჩავიდა.
ფრანცისკემ მათ ქვეყანაში არსებული უსამართლობისა და თანამდებობის პირების მხრიდან ძალის ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ ხმის ამაღლებისკენ მოუწოდა.
ვიზიტის პირველ დღეს პაპმა შეხვედრები წმინდა ტერეზას ტაძარში ქვეყნის კათოლიკური ეკლესიის ლიდერებთან გამართა.
ცნობისთვის, სამხრეთ სუდანმა სუდანისგან დამოუკიდებლობა 2011 წელს მოიპოვა და ოფიციალურად მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ქვეყანა გახდა.