ევროპამ 2022 წელს რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირება 40%-დან 8%-მდე შეძლო.
ეს განცხადება დღეს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ენ-კლერ ლეჟანდრმა ტელეარხ RTVI-სთან ინტერვიუში გააკეთა.
„დღეს ჩვენ მხოლოდ 8%-ით ვართ დამოკიდებული რუსულ გაზზე, ხოლო გასული წლის დასაწყისში ეს დამოკიდებულება 40%-ზე მეტი იყო“, - განაცხადა ლეჟანდერმა.
„ეს არის შეუქცევადი პროცესი და ღრმა სტრატეგიული ცვლილება ევროპული ენერგეტიკული მიქსის სტრუქტურირებაში. ეს არის ცვლილება მომავლისთვის“, - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.
მისივე თქმით, „იგივე გაკეთდა ნავთობის ემბარგოსთან დაკავშირებით“.
„დღეს, ჩვენი შეფასებით, მხოლოდ 2022 წელს რუსეთმა ემბარგოს შედეგად ენერგეტიკის სექტორიდან $50 მილიარდი დაკარგა“, - განაცხადა ლეჟანდრმა.