ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ზელენსკი ევროკავშირის სამიტზე მიიწვია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა უკრაინის პრეზიდენტი ბრიუსელის სამიტზე მიიწვია. შეხვედრა ბრიუსელში 9-10 თებერვალს გაიმართება. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა Twitter-ზე დაწერა.

მისივე თქმით, უსაფრთხოების მიზნით, დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელდება.